უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო რუსეთის ძალოვან უწყებებში დაწყებული მწვავე კრიზისის შესახებ იტყობინება. უწყების ცნობით, მოსკოვში დაიწყო კომპლექსური ღონისძიებები სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ. კერძოდ კი, დედაქალაქში ძერჟინსკის სახელობის ოპერატიული დანიშნულების სამმართველოს ქვედანაყოფები შევიდნენ, რომლებიც საპოლიციო ძალებთან ერთად მოქმედებენ და სამხედრო მოსამსახურეებს აპატიმრებენ.
უკრაინული დაზვერვის ცნობით, დაკავებები ფრონტზე განცდილი წარუმატებლობის გამო რუსეთის ძალოვან უწყებებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას უკავშირდება, რომლებიც ერთმანეთის დისკრედიტაციას ცდილობენ.