logo_geo
eng_logo
უკრაინის დაზვერვის სამმართველო იუწყება, რომ მოსკოვში სამხედროების მასობრივი დაკავება დაიწყო
- +

9 ოქტომბერი. 2022. 11:22

 

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო რუსეთის ძალოვან უწყებებში დაწყებული მწვავე კრიზისის შესახებ იტყობინება. უწყების ცნობით, მოსკოვში დაიწყო კომპლექსური ღონისძიებები სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ. კერძოდ კი, დედაქალაქში ძერჟინსკის სახელობის ოპერატიული დანიშნულების სამმართველოს ქვედანაყოფები შევიდნენ, რომლებიც საპოლიციო ძალებთან ერთად მოქმედებენ და სამხედრო მოსამსახურეებს აპატიმრებენ.

 

უკრაინული დაზვერვის ცნობით, დაკავებები ფრონტზე განცდილი წარუმატებლობის გამო რუსეთის ძალოვან უწყებებს შორის დაწყებულ დაპირისპირებას უკავშირდება, რომლებიც ერთმანეთის დისკრედიტაციას ცდილობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner