logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრი თერჯოლის მერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს
- +

9 ოქტომბერი. 2022. 11:50

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თერჯოლის მერის, ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თერჯოლის მერის, ბატონი ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო.

 

მისი სახით ჩვენმა გუნდმა, თერჯოლამ და მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ახალგაზრდა, თავისი ქვეყნის პატრიოტი სახელმწიფო მოღვაწე.

 

გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ლაშას ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და თანამებრძოლებს“, - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner