logo_geo
eng_logo
კახა კალაძე თერჯოლის მერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

9 ოქტომბერი. 2022. 13:32

 

 

„მწუხარებას გამოვთქვამ თერჯოლის მერის, ლაშა გოგინაშვილის გარდაცვალების გამო“, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ტრაგედიაა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება და კიდევ უფრო მძიმეა, როდესაც საუბარია თანამებრძოლზე, გუნდის ღირსეულ წევრზე. მთელი გულით ვიზიარებ ლაშას ოჯახის წევრების, მისი მეგობრების, კოლეგების, თერჯოლელების მწუხარებას“, - წერს კალაძე.

 

თერჯოლის მერი, ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner