„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თერჯოლის მერის ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„ძალიან დიდი ტკივილი და ტრაგედიაა შენი დაკარგვა ყველა შენი მეგობრისთვის! ნათელში ამყოფოს ღმერთმა შენი სული!“ - ნათქვამია ირაკლი კობახიძის სამძიმრის წერილში.