ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე შევხვდა ადამიანებს, რომლებმაც პროფესიად მასწავლებელი აირჩიეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს განათლების სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.
„აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის პედაგოგიურ საზოგადოებას 65 ახალი პროფესიონალი შეუერთდა. მათ ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო მისია აკისრიათ და მნიშვნელოვანი როლი ექნებათ ჩვენი მომავალი თაობის წარმატებაში. გისურვებთ პროფესიულ წინსვლას, წარმატებებს და კეთილდღეობას!“ - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.