logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მე არ მინდა, რომ კომენტარი გავაკეთო ვიღაცების დამონტაჟებულ რაღაც საუბრებზე და ამაზე დავიწყო სპეკულაციები, ეს არ არის საინტერესო
- +

9 ოქტომბერი. 2022. 17:47

 

 

„მე არ მინდა, რომ კომენტარი გავაკეთო ვიღაცების დამონტაჟებულ რაღაც საუბრებზე და ამაზე დავიწყო სპეკულაციები, ეს არ არის საინტერესო“, - ამის შესახებ პრემიერმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სუს-ის მიერ „ქართული ოცნების“ მოსმენას შეეხებოდა.

 

პრემიერის თქმით, „ქართულ ოცნებას“ უსმენს მთელი საქართველო.

 

„ესე იგი, „ქართულ ოცნებას“ უსმენს მთელი საქართველო. სუს-იც უსმენს „ქართულ ოცნებას“  იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მმართველი ძალა. მე არ მინდა, რომ კომენტარი გავაკეთო ვიღაცების დამონტაჟებულ რაღაც საუბრებზე და ამაზე დავიწყო სპეკულაციები, ეს არ არის საინტერესო“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner