logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ ამომრჩევლებთან შეხვედრები დაიწყო
- +

24 აგვისტო. 2016. 16:15



პაატა მხეიძე დღეს საკუთარ ელექტორატს - რუსთავის 29-ე საარჩევნო ოლქის ამომრჩეველს, რუსთავის პარკში შეხვდა.


მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები შეაჯამა. ამასთან, მოსახლეობას პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.


პაატა მხეიძემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს იყო ეროვნული ბრძოლა ტოტალური უსამართლობიდან გასათავისუფლებლად.


„სწორედ თქვენ დააყენეთ თქვენი ოჯახები უდიდესი საფრთხის ქვეშ მაშინ, როდესაც შეხვედით უთანასწორო ბრძოლაში ძალადობასა და ადამიანთა სისხლზე აშენებულ რეჟიმთან. თქვენ იცავდით და იცავთ „ქართული ოცნების" ხმებს და ეს პრინციპულობა დღესაც და მომავალშიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას", -განაცხადა „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ.


პაატა მხეიძესთან ერთად რუსთავის პარკში ასევე იმყოფებოდა რუსთავის 30-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბეგაძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner