„ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია, მტკიცე არჩევანი - ეს არის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ვერავინ ამ არჩევანს ვერ შეცვლის, ამიტომ მშვიდად იყავით“, - ამის შესახებ პრემიერმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არის დემოკრატია და ნებისმიერს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია შეუერთდეს ამა, თუ იმ ორგანიზაციას, გაერთიანებას.
„მე უკვე ორჯერ, სამჯერ გავაკეთე ამ საკითხზე ძალიან დეტალური კომენტარი, ყოველ ჯერზე როცა მნახავთ, ერთი და იგივე რომ ვიმეორო მე მგონი, არ არის საინტერესო. მე გეტყვით შემდეგს: დღეს ქვეყანაში არის დემოკრატია, ნებისმიერ ადამიანს, თუ ექნება სურვილი შეუძლია შეუერთდეს ამა, თუ იმ ორგანიზაციას, გაერთიანებას, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება. ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია, მტკიცე არჩევანი - ეს არის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ვერავინ ამ არჩევანს ვერ შეცვლის, ამიტომ მშვიდად იყავით“, - აღნიშნა პრემიერმა.