გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფიშვილთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციაში ,,ქეა საერთაშორისო კავკასიაში" კოოპერატივების განვითარების კოორდინატორს ელისო ცხადაიას შეხვდა.
შეხვედრაზე მსოფლიო ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალში სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის (ENPARD) მონაწილეობის საკითხი განიხილეს. ფესტივალზე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.
მსოფლიო ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი 1-3 სექტემბერს გაიმართება. პირველ სექტემბერს კი ქალაქ ოზურგეთში გაიხსნება. ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება შეკვეთილში Black Sea Arena-ზე ჩატარდება.