ერთი იძახის სააკაშვილზე სიცხე აქვსო, თვითონ სააკაშვილი ბრონის ჟილეტს ითხოვს, რომ უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე წავიდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს აღარა არის სერიოზული და ამაზე მსჯელობაც არ შეიძლება. ორგანიზაციაში, რომელშიც ლიდერის წითლიძე იქნება საერთოდ რაღაზეა ლაპარაკი. ვფიქრობ, რომ რაც უფრო ნაკლები ყურადღება მიექცევა ამას, მით უფრო მალე დაისვენებს ეს ქვეყანა, - ასე უპასუხა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედი LIVE“-ში შეკითხვას, რა ხდება ახლა ოპოზიციაში.
„აბსოლუტურად სხვა ვითარებაშია დღეს ქვეყანა. მე ამას სიამაყით ვლაპარაკობ: ათწლეულების მანძილზე, პირველად ვიგრძენი, რომ მე ვარ იმ ქვეყნის შვილი, რომელსაც საკუთარი აზრი გააჩნია, საკუთარი პოლიტიკა გააჩნია და უნარი გააჩნია, რომ თავისი ინტერესები დაიცვას ნებისმიერ პლატფორმაზე. ამის მოწმე გავხდით რამდენიმე დღის წინ, როდესაც ევროპის დიდ თავყრილობაზე ჩვენი ქვეყნის პრემიერი ძალიან ღირსეულად წარსდგა ისე, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. კაცი, რომელსაც მხარს უჭერს მისი საზოგადოება“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ