ევროპის ბიუროკრატიის დეგრადირება სახეზეა და ამას ძალიან მძიმე შედეგები აქვს, პირველ რიგში ევროპისთვის, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ერთია ევროპა და ის ხალხები, ის ქვეყნები თავისი ტრადიციით, ისტორიით, სურვილებით, იმედებით და მეორეა ეს აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელსაც მე ბიუროკრატიას ვეძახი. სახეზეა ეს განსხვავება და ამას ყოველდღიურად ვხედავთ. შეხედეთ, როგორი გამოსვლებია თითქმის ყველა ქვეყანაში და ძალიან სერიოზული წინააღმდეგობებია ევროკავშირის შიგნით“, - განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, 24 თებერვალს მსოფლიო შეტრიალდა და ყველაზე სწრაფად და წარმატებით ამ ცვლილებებში საქართველო გაერკვა.