logo_geo
eng_logo
ოზურგეთში ღვინის ფესტივალი - „ღვინის დღეები საქართველოში“ გაიმართა
- +

10 ოქტომბერი. 2022. 00:05

 

 

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დღეს ოზურგეთში ღვინის ფესტივალი - „ღვინის დღეები საქართველოში“ გაიმართა, რომელსაც გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

„ღვინის დღეების“ ფარგლებში სამკუთხა სკვერში  დაიწურა ყურძენი; მოეწყო ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა; ღია კაფეტერია; ქართული სუფრა და ფოლკლორი. ჩატარდა თიხაზე ძერწვის მასტერკლასი და სახალისო აქტივობები ბავშვებისთვის.

 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და კარგი შესაძლებლობა ჩვენი მეწარმეებისთვის - წარმოაჩინონ თავიანთი უნიკალური პროდუქცია და პოპულარიზაცია გაუწიონ გურულ ღვინოს. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს და ადგილობრივ მეწარმეებს ფესტივალში მონაწილეობისა და დასწრებისთვის!“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

ფესტივალი ანსამბლ ,,აფხაზეთის“ კონცერტით დასრულდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner