logo_geo
eng_logo
რუსულმა ძალებმა კიევი დაბომბეს
- +

10 ოქტომბერი. 2022. 10:20

 

 

10 ოქტომბერს დილით კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა. რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქი რაკეტებით დაბომბეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

 

საერთო ჯამში 3-4 აფეთქების ხმა გაისმა. როგორც კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაწერა, აფეთქებები შევჩენკოვსკის რაიონში გაისმა.

 

„ერთ-ერთი რაკეტა ვლადიმირსკის ქუჩაზე, გრუშევსკის ძეგლის სიახლოვეს ჩავარდა. იქ მაშველები მუშაობენ“, - დაწერა ტელეგრამში უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ.

 

წინასწარი ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაჭრილები. ადგილზე სამაშველო სამსახურები არიან მობილიზებულები.

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის სხვა ქალაქებიც დაბომბეს, რისთვისაც მათ რამდენიმე ათეული ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner