კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ელისო კილაძის ბრალდებას პასუხობს, რომლის თანახმად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ამერიკელი ექიმი სწორედ ნადირაძემ არ შეუშვა.
ნინო ნადირაძის თქმით, მას თმენის ვალდებულება ელისო კილაძის მიმართ არ გააჩნია:
„მე თმენის ვალდებულება ადამიანებთან მაქვს, უნიტაზებთან კი არა. ამიტომ, ჩაურეცხავი სამოქალაქო ტუალეტის უნიტაზი ელისო დაბლოკილ იქნა. ცაკალელი“, - წერს ნადირაძე.