logo_geo
eng_logo
დავით ხიდაშელი: რამდენიმე კაცია გამოსული, რომელიც ჩემს მიმართ რაღაც ბრალდებებს აჟღერებს, მგონია, რომ საზოგადოების ყურადღება გადააქვთ ძირითადი თემებიდან
- +

10 ოქტომბერი. 2022. 10:49

 

 

„სტრასბურგში დაახლოებით ათი წლის წინ გავიგე ალეკო თავართქილაძის შესახებ, ისიც კვლევებით არის დაკავებული, იცავდა დისერტაციას“, - ამის შესახებ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი „იმედის კვირას“ ესაუბრა.

 

„ორი წლის წინ ძალიან მძვინვარებდა კოვიდი. ჩემი როგორც ქართველი ბიზნესმენის დაინტერესება ის იყო, რომ ქართველი მეცნიერისთვის, რათა დაგვემტკიცებინა მსოფლიოსთვის, დაგვემტკიცებინა ჩვენი თავისთვისაც, რომ არა მხოლოდ დიდ ფარმაცევტულ კომპანიებს შეუძლიათ რამის გაკეთება, არამედ ქართველსაც.

 

ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ალეკო თავართქილაძესთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მოთხოვნადი მთელი მსოფლიოსთვის. რამდენიმე კაცია გამოსული, რომელიც ჩემს მიმართ რაღაც ბრალდებებს იძახის. მე მგონია, რომ საზოგადოების ყურადღება გადააქვთ ძირითადი თემებიდან.

 

რა თქმა უნდა, ქვეყანას ზარალს აყენებს ყველა მათი ზემოქმედება. ჯერ რომ გამოდიხარ და პირდაპირ ბრალდებებს აყენებ, დამიძახე, დამელაპარაკე“, - განაცხადა ხიდაშელმა.

 

„იმედის კვირა“ ქართველ ონკოლოგ ალექსანდრე თავართქილაძეს შეხვდა, რომელიც ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალზე - „სულაჟერზე“ მუშაობს. თავართქილაძის სახელი ათობით ქვეყანაში კიბოსთან ბრძოლას უკავშირდება, ახლა საკუთარ სამშობლოში ინოვაციური კვლევის პროცესშია. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ „სულაჟერს“ ბიოლოგიურად აქტიური დანამატის კლასიფიკაცია უკვე მისცა. მისი გამოყენების რეკომენდაცია იმუნორეზისტენტობის ასამაღლებლად და ფილტვების ქრონიკულად მიმდინარე ინფექციების დროს უკვე გაცემულია.

 

https://imedinews.ge/ge/covid19/266476/davit-khidasheli-ramdenadme-katsia-gamosuli-romelits-chems-mimart-ragats-braldebebs-ajgerebs-me-mgonia-rom-sazogadoebis-kuradgeba-gadaaqvt-dziritadi-temebidan

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner