logo_geo
eng_logo
მარტვილმა კამერული მუსიკის ფესტივალს უმასპინძლა
- +

10 ოქტომბერი. 2022. 10:57

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს დადიანის საშემოდგომო რეზიდენციამ კამერული მუსიკის VIII ფესტივალს უმასპინძლა.

 

ფესტივალი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფესტივალის პირველ დღეს მსმენელის წინაში წარსდგნენ ელისო ბოლქვაძე, ნეკა სებისკვერაძე და დავით ნოზაძე, კონცერტმაისტერი ნინო გულიაშვილი, მოდერატორი - ნიკოლოზ წულუკიძე.

 

ფესტივალის დახურვის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ბათუმის რევაზ ლაღიძის გოგონათა გუნდი - დირიჟორი მაგდა მათითაიშვილი; თსუ-ს სტუდენტური კაპელა - დირიჟორი ლაშა მიროტაძე; რუსთავის ახალგაზრდული გუნდი „თუთარჩელა“ - დირიჟორი თამარ ბუაძე.

 

ფესტივალი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის და ჭყონდიდის ეპარქიის მხარდაჭერით განხორციელდა.   ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელია  შიო აბრახამია. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner