logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ ჩხეტიანი: როდესაც ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, არსებობს ქართველი მეცნიერი, ვისაც შექმნილი აქვს მცენარეული პრეპარატი, რომელსაც სერიოზული პოტენციალი გააჩნია, ჩვენ, ბუნებრივია, გადავწყვიტეთ ამ პროექტის მხარდაჭერა
- +

10 ოქტომბერი. 2022. 11:25

 

 

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ ათწლეულების განმავლობაში ახორციელებენ საქველმოქმედო პროექტებს საზოგადოებრივი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ეს შეეხება კულტურას, სპორტს, განათლებას, მეცნიერებას და გამონაკლისს არ წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ასევე, ჯანდაცვის სფერო“, - განაცხადა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტის „სულაჟერის“ შექმნის პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით „იმედის კვირის“ ეთერში.

 

როგორც ჩხეტიანმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ ქართველ მეცნიერს შექმნილი ჰქონდა გარკვეული მედიკამენტი, რომელსაც გააჩნდა პოტენციალი კოვიდ 19-ის წინააღმდეგ, ფონდმა გადაწყვიტა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება.

 

მისი თქმით, ფონდს გააჩნია ფინანსური დაინტერესება, ხოლო მიღებულ შემოსავალს ფონდი „ქართუ“ ისევ საქველმოქმედო საქმიანობაში დახარჯავს.

 

„ახლა, როდესაც მსოფლიო და საქართველოს თავს დაატყდა COVID 19 პანდემია, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ბუნებრივია, ჩვენ ვერ დავდგებოდით ამ პრობლემის მიღმა. როდესაც ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, არსებობს ასეთი ქართველი მეცნიერი, რომელსაც საკმაოდ საინტერესო ნაკვლევები აქვს ამ მიმართულებით და შექმნილი აქვს გარკვეული მცენარეული პრეპარატი, რომელსაც სერიოზული პოტენციალი გააჩნია, ჩვენ, ბუნებრივია, გადავწყვიტეთ, რომ ჩავრთულიყავით ამ პროექტის მხარდაჭერაში. კოვიდის წინააღმდეგ, თუ არის შესაძლებელი რაიმე ტიპის პრეპარატის შექმნა, მით უმეტეს ეს თუ მოხერხდა საქართველოში, თუ ეს გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს. ჩვენი მოტივაცია არის მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნული მიზნის მიღწევა. ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მათი სიცოცხლის გადარჩენა. ფონდს ნამდვილად აქვს ფინანსური ინტერესი, ამას არც ვმალავთ და ღიად ვამბობთ, უბრალოდ იურიდიული ფორმიდან გამომდინარე, ფონდი მიღებულ ყველანაირ შემოსავალს, ისევ ახარჯავს თავის საქველმოქმედო პროექტებს“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner