„გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს საქართველოს ევროპულ მომავალს“, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ნატალია ვუტოვა პრემიერ-მინისტრს რთველში მონაწილეობის მისაღებად მიწვევისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ამ ულამაზესი დღისთვის. გაუმარჯოს საქართველოს. გაუმარჯოს საქართველოს ევროპულ მომავალს“,- წერს ნატალია ვუტოვა სოციალურ ქსელში.