სოციალურ ქსელში საფრანგეთის სანაპიროზე გადაღებული ფოტომასალა გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ აიძულებს საფრანგეთის პოლიცია ქალს ბურკინის გახდას.
საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღნიშნულ ფაქტს გმობს და მას პიროვნულ შეურაცხყოფად მიიჩნევს, ნაწილი კი, საფრანგეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
შეგახსნებთ, რომ ბოლო დროს გახშირებული ტერირისტული აქტების გამო, საფრანგეთის ხელისუფლებამ ბურკინის ტარება აკრძალა.
სანაპიროზე ბურკინის ტარება ისჯება ფულადი ჯარიმით. გავრცელებულ ფოტომასალაში ჩანს, როგორ იხდის ქალბატონი ბურკინს და როგორ წერს პოლიციის თანამშრომელი ჯარიმის ქვითარს.