logo_geo
eng_logo
თურქეთის საელჩო: მადლობა გვინდა გადავუხადოთ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც დიპლომატიური კორპუსი კახეთში, რთველზე შეკრიბა, საქართველოს ვუსურვებთ უხვ მოსავალს, ნათელ და აყვავებულ მომავალს
- +

10 ოქტომბერი. 2022. 16:04

 

 

„მადლობა გვინდა გადავუხადოთ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც დიპლომატიური კორპუსი კახეთში, რთველზე შეკრიბა,  საქართველოს ვუსურვებთ უხვ მოსავალს, ნათელ და აყვავებულ მომავალს“, - ამის შესახებ საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნდა.

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ღვინის დღეების ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.

 

„მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც შეკრიბა დიპლომატიური კორპუსი კახეთში რთველზე და ასევე, ბატონ მინისტრებს მოწვევისა და შესანიშნავი მასპინძლობისთვის.

 

საქართველოს ვუსურვებთ უხვ მოსავალს, ნათელ და აყვავებულ მომავალს“,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner