logo_geo
eng_logo
ნოდარ ხადური: შემძრა იტალიაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით მიღებულმა ინფორმაციამ
- +

24 აგვისტო. 2016. 16:39



საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მწუხარებას გამოთქვამს იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო. ხადური ფინანსთა სამინისტროს სახელით სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და გამძლეობასა და სიმტკიცეს უსურვებს მათ.


შემძრა იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით მიღებულმა ინფორმაციამ. განსაკუთრებით იმის გაგებამ, რომ მიწისძვრამ იმსხვერპლა ადამიანების სიცოცხლე. სამწუხაროდ, კიდევ ბევრი მათგანი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. ვიცი, რომ სამაშველო სამსახურები ყველაფერს აკეთებენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, მიღებული ზიანის აღმოსაფხვრელად.

 

საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას დატრიალებული ტრაგედიის გამო და სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს დაშავებულებს. ამ მძიმე წუთებში, თქვენ და იტალიელ ხალხს გისურვებთ გამძლეობასა და სიმტკიცეს",  - აცხადებს ნოდარ ხადური.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner