„რუსეთის დღევანდელი სარაკეტო თავდასხმა ვერ გატეხს უკრაინის სულისკვეთებასა და ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
„აშშ გააგრძელებს უკრაინისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების გაწევას, რათა უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა და თავის ხალხზე ზრუნვა. საერთაშორისო საზოგადოებას პასუხისმგებლობა ეკისრება, მკაფიოდ განაცხადოს, რომ პრეზიდენტ პუტინის ქმედებები სრულიად მიუღებელია. ახლა დროა ვილაპარაკოთ უკრაინის მხარდასაჭერად. ახლა არ არის თავის შეკავების, დამამშვიდებელი სიტყვების ან თავის არიდების დრო. გაეროს წესდების ძირითადი პრინციპები საფრთხის ქვეშ არის“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
„ამ ომში ერთი აგრესორია: რუსეთი. მხოლოდ ერთი ქვეყანაა, რომელიც ამ ომს ამძაფრებს: რუსეთი. ერთი ადამიანია, რომელსაც ახლა ამ ომის შეჩერება და რუსული ძალების გაყვანა შეუძლია: ვლადიმირ პუტინი“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.