გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ღრმად შოკირებულია რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმით.
„გაეროს გენერალური მდივანი ღრმად შოკირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების დღევანდელი ფართომასშტაბური სარაკეტო თავდასხმებით უკრაინის ქალაქებზე, რამაც, გავრცელებული ინფორმაციით, გამოიწვია ფართომასშტაბური ზიანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და რასაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ეს არის ომის კიდევ ერთი მიუღებელი ესკალაცია და, როგორც ყოველთვის, მშვიდობიანი მოსახლეობა ყველაზე მაღალ ფასს იხდის“, - ნათქვამია განცხადებაში.