„ვერ შეძლებენ უკრაინელების დაშინებას, რუსეთი თავისი თავდასხმებით კიდევ უფრო აერთიანებს ჩვენს ხალხს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ტერორისტების ლიდერები აცხადებენ, რომ მათ ყველა მიზანს მოარტყეს. ჯერ ერთი, იტყუებიან, როგორც ყოველთვის. მეორეც, იტყუებიან, როგორც ყოველთვის. შეხედეთ მათ რეალურ სამიზნეებს. ენერგეტიკული ობიექტების გარდა, შეხედეთ ჩვენი დედაქალაქის მხოლოდ ერთ მაგალითს. გზაჯვარედინი კიევში, სადაც ახლა ვდგავარ. ეს არის თქვენი სამიზნე. წმინდა სოფიას ტაძრის სამრეკლო 700 მეტრშია. მოსკოვი ჯერ არ არსებობდა, როდესაც ის აქ იდგა. უკრაინის დაშინება შეუძლებელია. მხოლოდ უფრო მეტად გაერთიანებაა შესაძლებელი. უკრაინის შეჩერება შეუძლებელია“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი ტერორისტების ამ შემოსევასაც გადაიტანს, რომლებსაც არ აქვთ ისტორია, ტრადიცია და კულტურა.