logo_geo
eng_logo
კულება: როდესაც პუტინის არმიას უკრაინის არმიის დამარცხება არ შეუძლია, მან საპასუხოდ მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი აირჩია
- +

11 ოქტომბერი. 2022. 02:50

 

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა გააგრძელებს უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლებას, რუსული სარაკეტო თავდასხმების მიუხედავად.

 

„პუტინმა რაც არ უნდა გააკეთოს, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლებას. ეს არის ომი უკრაინის არსებობისთვის. ეს არის ომი საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დამყარებული წესრიგის არსებობისთვის. ვითარება შეიძლება გამძაფრდეს, მას შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა, თუმცა ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ და გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

 

„ეჭვგარეშეა, რომ ამ [სარაკეტო] თავდასხმის მიზანი იყო მშვიდობიანი მოსახლეობის დატერორება და მათი ცხოვრების მაქსიმალურად გართულება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბრძოლის ველზე პუტინის დამარცხების შედეგი. როდესაც მის არმიას არ შეუძლია უკრაინის არმიის დამარცხება, მან საპასუხოდ მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი აირჩია“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner