logo_geo
eng_logo
საქართველოსა და ჩეხეთის სავაჭრო პალატების პროექტის ფარგლებში ქართული ბიზნეს მხარდამჭერი ორგანიზაციები კოლეგების გამოცდილებას გაეცნენ
- +

11 ოქტომბერი. 2022. 02:59

 

 

საქართველოსა და ჩეხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ერთობლივი პროექტის „ბიზნეს ორგანიზაციების უნარების გაძლიერება“ ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ქართული კომპანიები შეხვდნენ ჩეხურ ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს, გაეცნენ მათ პრაქტიკასა და გამოცდილებას. ასევე, ქართულ ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ მოენახულებინათ „საერთაშორისო საინჟინრო გამოფენა“ ქალაქ ბრნოში, რომელიც ყველაზე მასშტაბური ინდუსტრიული ღონისძიებაა ჩეხეთის რესპუბლისა და ზოგადად, ცენტრალურ ევროპაში.

 

ამასთან, სამუშაო შეხვედრები გაიმართა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლებთან.

 

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩეხეთის სავაჭრო სამრეწველო პალატებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner