ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე, გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ყველა იმ შეკითხვას გასცა პასუხი, რომელიც ბიზნესასოციაციის წარმომადგენლების მხრიდან იყო დასმული.
ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრას წარმატებული უწოდეს და გიორგი კვირიკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
როგორც სასტუმრო "რედისონში" საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჭირაქაძემ აღნიშნა, ხელისუფლება აცნობიერებს, რომ პრობლემები, რომელიც დღეს დგას, აუცილებლად გადასაწყვეტია.
"მთავარი არის ის პოზიტივი, რასაც ბიზნესთან მიმართებაში ხელისუფლების დამოკიდებულებაში ვხედავთ. ხელისუფლება პირდაპირ აცნობიერებს, რომ პრობლემები, რომელიც დღეს დგას, აუცილებლად გადასაწყვეტია. ჩვენ პრემიერს მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. ის საკითხები, რომლებმაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში წამოიწია, მნიშვნელოვანია. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ეს საკითხები იქნას განხილული. ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება ბიზნესთან კომუნიკაციის ფონზე, სერიოზულად შეცვლილია და აქტიური კომიუნიკაციის ფაზაზე გადავდივართ. შეხვედრაზე იმ რისკების შესახებ ვისაუბრეთ, რომელიც საარჩევნო პერიოდთან არის დაკავშირებული. პრემიერი დაგვპირდა, რომ ამ რისკებს გაითვალისწინებს. ამაზე საუბარი ჩვენ მომავალშიც გვექნება", - აღნიშნა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარემ.