logo_geo
eng_logo
ახალი სასწავლო წლიდან საფრანგეთი სკოლების დაცვას გააძლიერებს
- +

24 აგვისტო. 2016. 16:45



საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა ელისეის სასახლეში გამართული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა რომ, ტერორისტული საფრთხის ფონზე საფრანგეთის ხელისუფლება ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლების დაცვას გააძლიერებს.


მინისტრის თქმით, სექტემბრიდან საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე სკოლების მახლობლად მობილური პატრული იმოქმედებს. სასწავლო დაწესებულებების უსაფრთხოებას დამატებით 3000-ზე მეტი რეზერვისტი უზრუნველყოფს.


საფრანგეთში ბოლო პერიოდში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ხელისუფლებამ ტერორიზიმის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner