logo_geo
eng_logo
საქართველოში ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე მორეაგირე სამედიცინო ჯგუფების გადამზადებისა და რეაგირების მიზნით პროექტი 88 ტარდება
- +

11 ოქტომბერი. 2022. 10:52

 

საქართველოში პირველად, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე მორეაგირე სამედიცინო ჯგუფების გადამზადებისა და რეაგირების მიზნით პროექტი 88 ტარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში სასწავლო სატრენინგო ცენტრის, შესაბამისი სპეციალური სასწავლო აღჭურვილობით უზრუნველყოფა მოხდა.

„ასევე დაგეგმილია ქბრბ ინციდენტებზე რეაგირებისთვის სამედიცინო ეკიპაჟებისთვის სპეციალური აღჭურვილობის უზრუნველყოფა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი 88-ს მასპინძელი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.

პროექტი - 88, 10 ოქტომბრიდან 21-ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნის 50 -მდე მონაწილე იღებს მონაწილეობას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner