logo_geo
eng_logo
„TV პირველი“, „ობიექტივი“ და „ერ ბი ჯი“ „სტერეო პლუსის“ მაუწყებლობიდან დავალიანების გადაუხდელობის გამო გაითიშა
- +

11 ოქტომბერი. 2022. 17:00

 

 

„TV პირველი“, „ობიექტივი“ და „ერ ბი ჯი“ „სტერეო პლუსის“ მაუწყებლობიდან გაითიშა. 

 

როგორც „სტერეო პლუსის“ დამფუძნებელმა Pia.ge-სთან საუბარში განაცხადა, მიზეზი დავალიანებაა, რომელიც გაფრთხილების მიუხედავად, აღნიშნულმა არხებმა არ გადაიხადეს.

 

ზილფიმიანი იმედოვნებს, რომ ტელეკომპანიები მალე გადაიხდიან დავალიანებას და მაუწყებლობა აღუდგებათ, რადგან ეს უპირველეს ყოვლისა, მაყურებელთა ინტერესებშია.

 

„გადაწყვეტილების მიღებაში მე არ ვმონაწილეობ. დავალიანების გამო გაეთიშათ მაუწყებლობა. სამივე ტელევიზიას გაეგზავნა გაფრთხილება, მაგრამ არ გადაიხადეს. იმედი მაქვს, გადაიხდიან და აღდგება მაუწყებლობა. ეს მაყურებლისთვისაც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზილფიმიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner