logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, ის რაც მისაღებია ცივილური მსოფლიოსთვის, მიუღებელია ქართული ოპოზიციისთვის და რამდენიმე ევროპარლამენტარისთვის
- +

11 ოქტომბერი. 2022. 17:16

 

 

„საქართველო ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე მუშაობას აქტიურად განაგრძობს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 10 ოქტომბერს ბიუროს სხდომაზე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის პროექტი დააინიცირა. პროექტი ზუსტად იმეორებს უკრაინულ კანონპროექტს, რომელიც ოლიგარქის შესახებ, მსოფლიოში მოქმედი ერთადერთი კანონია, შესაბამისად ის გახლავთ ერთგვარი სახელმძღვანელო დოკუმენტი“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ოლიგარქიზაცია კომპლექსური პრობლემაა, რომლის ერთ ადამიანამდე დაყვანა არამართებულია.

 

როგორც ჩიხელიძე წერს, ოპოზიციას ქველმოქმედი და ოლიგარქი ერთმანეთში ერევა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი პოზიცია ისეთი რადიკალური არ იქნებოდა, როგორც დღეს არის:

 

„სამწუხაროდ, ის რაც მისაღებია ცივილური მსოფლიოსთვის, მიუღებელია ქართული ოპოზიციისთვის და რამდენიმე ევროპარლამენტარისთვის. რასა იუკნევიჩიენემ პირდაპირ განაცხადა რომ: „დეოლიგარქიზაცია საქართველოში პირველ რიგში გულისხმობს დებიძინიზაციას“. აღნიშნული ჩანასახშივე მცდარი მოსაზრებაა, რადგან ჩვენ თუ ზოგადად ოლიგარქიზაციას ვებრძვით, ეს კომპლექსური პრობლემაა, რომლის ერთ ადამიანამდე დაყვანა არამართებულია. ხოლო თუ კონკრეტულ ადამიანს ვუცხადებთ ბრძოლას ეს პირდაპირ უნდა ვთქვათ!

 

წარდგენილი კანონპროექტი რამდენიმე პუნქტს მოიცავს, მათგან სამის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი ოლიგარქად გამოცხადდება და სხვადასხვა სახის სანქციები დაუწესდება. ივანიშვილის სახით ქვეყანას ჰყავს ქველმოქმედი, რომლის სახელს ასობით ისტორიული ძეგლის რესტავრაცია/აღდგენა უკავშირდება, ასევე, მან მოახდინა სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა (ჯარი, პოლიცია და ა.შ.) საქართველოს შემატა მსოფლიო მნიშვნელობის ტურისტული ცენტრები, საქართველოში შექმნა მიზიდულობის ახალი კერები და მრავალი სხვა, ასეთი ადამიანის ოლიგარქად წარმოჩენა, რბილად რომ ვთქვათ დაუნახაობა და უმადურობაა.

 

სამწუხაროდ ოპოზიციას ქველმოქმედი და ოლიგარქი ერთმანეთში ერევა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი პოზიცია ისეთი რადიკალური არ იქნებოდა როგორც დღეს არის.

 

კანონის პროექტი ვენეციის დასკვნას ელოდება, უკრაინულ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა დადებითი იყო, საინტერესოა გაბედავს ვენეციის კომისია მიიღოს წმინდა ინსტიტუციური გადაწყვეტილება და თქვას, რომ ქართული კანონპროექტი ევროკომისიის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუ მიიღებს წმინდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, დაივიწყებს უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას და ქართულ კანონპროექტს დაახარვეზებს? მჯერა, ვენეციის კომისია ჭეშმარიტების მხარეს დადგება და არა პოლიტიკურ არამედ ინსტიტუციურ გადაწყვეტილებას მიიღებს!“ - წერს ჩიხელიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner