logo_geo
eng_logo
პოლონეთის პრეზიდენტი: თუ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტს სურს რუსეთს ტერიტორიული „შენაძენები“ შეუნარჩუნოს, მაშინ თავისი ქვეყნის ნაწილი დათმოს და უკრაინის ტერიტორიით ნუ ივაჭრებს
- +

12 ოქტომბერი. 2022. 00:08

 

 

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო დანაშაულების შემდეგ, მსოფლიოში არავინ შეეცდება რუსეთის სახის შენარჩუნებას.

 

„იმედი მაქვს, მსოფლიოში არავინ გამოვა ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა „რუსეთმა უნდა შეინარჩუნოს სახე ამ კონფლიქტში“, ანუ, რომ რაიმე ტერიტორიული მიღწევები უნდა ჰქონდეს. თუ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტს სურს რუსეთს ტერიტორიული „შენაძენები“ შეუნარჩუნოს, მაშინ თავისი ქვეყნის ნაწილი დათმოს და უკრაინის ტერიტორიით ნუ ივაჭრებს“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა თავს იცავს აგრესორის თავდასხმებისგან, აქვს უფლება დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლად განსაზღვროს, როდის უნდა დადგეს მშვიდობა.

 

„პოლონეთის და ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის უმრავლესობის თვალსაზრისით, სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება მაშინ, როდესაც რუსეთი დატოვებს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიას, ანუ, როდესაც უკრაინა დაიბრუნებს სრულ კონტროლი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე. ეს არის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის საფუძველი“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner