logo_geo
eng_logo
ჩარლზ III-ის მეფედ კურთხევის ცერემონია 6 მაისს გაიმართება
- +

12 ოქტომბერი. 2022. 00:20

 

 

ჩარლზ III-ის დიდი ბრიტანეთის მეფედ კურთხევის ცერემონია 2023 წლის 6 მაისს, ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.

 

ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩარლზთან ერთად დედოფალ-კონსორტად აღიარებენ მის მეორე მეუღლეს, კამილა პარკერ-ბოულზს. ცერემონიას კენტერბერის ეპისკოპოსი წარუძღვება.

 

მანამდე Bloomberg წერდა, რომ ჩარლზის მეფედ კურთხევის ცერემონია 3 ივნისს გაიმართება.

 

ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლისა გარდაიცვალა. დიდი ბრიტანეთის მეფე ელისაბედის ვაჟი, ჩარლზ მესამე გახდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner