ჩარლზ III-ის დიდი ბრიტანეთის მეფედ კურთხევის ცერემონია 2023 წლის 6 მაისს, ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.
ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩარლზთან ერთად დედოფალ-კონსორტად აღიარებენ მის მეორე მეუღლეს, კამილა პარკერ-ბოულზს. ცერემონიას კენტერბერის ეპისკოპოსი წარუძღვება.
მანამდე Bloomberg წერდა, რომ ჩარლზის მეფედ კურთხევის ცერემონია 3 ივნისს გაიმართება.
ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლისა გარდაიცვალა. დიდი ბრიტანეთის მეფე ელისაბედის ვაჟი, ჩარლზ მესამე გახდა.