logo_geo
eng_logo
პრეზიდენტმა რუმინეთის სენატისა და დეპუტატთა პალატის ხელმძღვანელებთან ქვეყნებს შორის ურთიერთობების გააქტიურების საკითხები განიხილა
- +

12 ოქტომბერი. 2022. 00:40

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი, ბუქარესტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის სენატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ალინა გორგიუს და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, მარჩელ ჩოლაკუს შეხვდა. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

 

როგორც საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრმა, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, შეხვედრაზე განიხილეს რუმინეთთან თანამშრომლობის კიდევ უფრო ინტენსიურ და მაღალ ხარისხში აყვანის საკითხი.

 

„ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია გამომდინარე სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერიდან, გამომდინარე ახალი შესაძლებლობიდან და ახალი პროექტებიდან, რომელიც ამას მოყვება“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner