logo_geo
eng_logo
საქალაქო სასამართლოში დოროყაშვილი-ბასილაშვილის საქმეზე ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა დაიკითხა
- +

12 ოქტომბერი. 2022. 00:45

 

 

საქალაქო სასამართლოში დოროყაშვილი-ბასილაშვილის საქმის განხილვა დასრულდა. სხდომაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა დაიკითხა. ნატალია ნაჭყებიამ ყოფილი რძლის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებზე ისაუბრა. ნეკა დოროყაშვილმა, რომელიც ბასილაშვილის მსგავსად პროცესს ესწრებოდა, ყოფილი დედამთილის ბრალდებები უარყო.

 

ბასილაშვილმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თას დამნაშავედ არ ცნობს და ვრცელ კომენტარს პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

 

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner