როგორც BBC იუწყება, მსოფლიოში ყველაზე გრძელმა საჰაერო ხომალდმა Airlander 10-მა სატესტო ფრენის დროს კატასტროფა განიცადა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დირიჟაბლი ბოძს გამოედო. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
Airlander 10-მა პირველი გაფრენა გასულ კვირას განახორციელა. აპარატი 20 ტონას იწონის. მისი შემქმნელები აცხადებენ, რომ მას ექვსი კილომეტრის სიმაღლეზე ასვლა და 148 კმ/სთ-ის სიჩქარით ფრენა შეუძლია.