logo_geo
eng_logo
ზელენსკი: რუსეთს სურს უკრაინასა და მთელ დემოკრატიულ სამყაროში ქაოსი გამოიწვიოს და ამიტომ ყველა საშუალებას იყენებს
- +

12 ოქტომბერი. 2022. 01:15

 

 

„რუსეთს სურს უკრაინასა და მთელ დემოკრატიულ სამყაროში ქაოსი გამოიწვიოს და ამიტომ ყველა საშუალებას იყენებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ (G7) შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

„ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ ეს საფრთხე. ჩვენ გვაქვს მშვიდობის ფორმულა. ახლა კი, რუსეთის ტერორზე, ფიქტიურ რეფერენდუმზე და ჩვენი ტერიტორიის ანექსიის მცდელობაზე რეაგირებით, შეგვიძლია გამოვიყენოთ მშვიდობის ფორმულა ისე, რომ ტერორისტულ სახელმწიფოს შანსი არ ჰქონდეს“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

 

„პირველი პუნქტი თავდაცვითი მხარდაჭერაა. საჰაერო ფარი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილია, რომელიც ჩვენი მშვიდობის ფორმულის ელემენტია. როდესაც უკრაინა მიიღებს საკმარისი რაოდენობის თანამედროვე და ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რუსული ტერორის ძირითადი ელემენტი - სარაკეტო დარტყმები - შეწყვეტს მუშაობას. მეორე პუნქტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობაა. ის ლოგიკურად შერწყმულია მესამე პუნქტთან - [რუსეთის] დასჯასთან, რომელიც ნებისმიერი მშვიდობის ფორმულის განუყოფელი ელემენტია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს.

 

„ტერორისტმა უნდა წააგოს. ის მუდმივად უნდა გრძნობდეს, რომ ტერორზე პასუხისმგებლობა დაეკისრება“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner