NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში მარცხდება.
„პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში მარცხდება. ანექსიის მცდელობა, ნაწილობრივი მობილიზაცია და უგუნური ბირთვული რიტორიკა წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ესკალაციას ომის დაწყების შემდეგ. ეს ცხადყოფს, რომ ეს ომი არ მიდის ისე, როგორც დაგეგმილი იყო“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.