დღეს, 24 აგვისტოს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა გენერალ-ლეიტენანტი თამაზ დუმბაძე.
თამაზ დუმბაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში. მას დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნული გვარდიის შექმნისა და ფორმირების საქმეში;
1992 წელს თამაზ დუმბაძე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის მოადგილე; 1992-1998 წლებში საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ხოლო 1998-2004 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის განსაკუთრებულ დავალებათა ჯგუფის უფროსი. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I, II, III ხარისხის ორდენით.
მისამართი: ქ.თბილისი. ზ.ფალიაშვილის #66
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური თანადგომას უცხადებს გენერალ-ლეიტენატი თამაზ დუმბაძის ოჯახს.