logo_geo
eng_logo
ზელენსკი: მტერმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების მეორე ტალღა განახორციელა
- +

12 ოქტომბერი. 2022. 02:55

 

 

„მტერმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების მეორე ტალღა განახორციელა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

„დღეს დილით მტერმა უკრაინის მიმართულებით 28 რაკეტა გაუშვა, მათგან 20 რაკეტა უკრაინამ ჩამოაგდო. 15-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან თითქმის ყველა ირანულია, უმეტესობა ჩამოვაგდეთ. აღდგენითი სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს. რომ არა დღევანდელი დარტყმები, უკვე აღვადგენდით ელექტრომომარაგებას, წყალმომარაგებასა და კავშირს, რომელიც გუშინ ტერორისტებმა დააზიანეს. სადაც იყო ნგრევა, ინფრასტრუქტურა განახლდება ყველგან. სადაც მტრის იმედი იყო, ყველგან რუსეთის სახელმწიფოებრიობის ნანგრევები იქნება. მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს ჩვენი გამარჯვებისთვის!“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner