logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი გივი თარგამაძეზე: ჭკუა ისედაც არ ჰქონდა, არაფერი დაუკარგავს, უბრალოდ ბუყბუყს მოუმატა
- +

11 ოქტომბერი. 2022. 20:32

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„აუუუუუუუუუუუ!!!

 

ეს ტიპი, როგორც თავის დროზე რეზო ამაშუკელმა აღმოაჩინა, ტუჩებს არ ატოკებს და მაინც ლაპარაკობს.

 

ლაპარაკობს რა, მხოლოდ ბუყბუყებს... აი, წყალში რაღაცა რომ გაეპარებათ  და ეგრევე ამობუყბუყდება ხოლმე!

 

2007-ში და 2011-ში გვემუქრებოდა, სულებს ამოგხდითო. ვერ ამოგვხადა. სული თვითონ ამოსძვრა - აღარავის ახსოვს, ყველამ მიივიწყა, მხოლოდ მისი ავკაცობანი თუ გაახსენდებათ. პერიოდულად ჭუტაანთ უბორნიაში თუ გამოიყვანენ და ასეთ სისულელეებს ალაპარაკებენ - ბიძინა ივანიშვილისთვის გარდაუვალია სიკვდილი და სანქციების სიაში მოხვედრაო.

 

ეს უბედური ერთხელ თავისიანებმა ააფეთქეს, გადარჩა. ჭკუა ისედაც არ ჰქონდა, არაფერი დაუკარგავს, უბრალოდ ბუყბუყს მოუმატა... აი, ისე, წყალში რომ გაეპარებათ ხოლმე!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner