logo_geo
eng_logo
„საქართველოს ბანკის“ ციფრულ პლატფორმას bogpay.ge-ს ახალი ფუნქციონალი დაემატა
- +

12 ოქტომბერი. 2022. 13:41

 

 

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით ახალი პროდუქტებისა თუ სერვისების დანერგვას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებლისთვის ახალი ფუნქციონალი დაამატა. კერძოდ, „საქართველოს ბანკის“ ციფრული პლატფორმის - bogpay.ge-ის მეშვეობით სხვა ქართული ბანკის ბარათიდან გადმორიცხული თანხის ანგარიშზე მომენტალურად ასახვა უკვე შესაძლებელია.  თანხის გამოყენებას მომხმარებელი  ჩარიცხვისთანავე შეძლებს.

 

„მოხარულები ვართ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე დავნერგოთ, რაც გულისხმობს bogpay.ge-ის მეშვეობით სხვა ქართული ბანკის ბარათიდან გადმორიცხული თანხის მომენტალურად ასახვის შესაძლებლობას. ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას.  სამომავლოდ  კი ვგეგმავთ, პლატფორმას კიდევ არაერთი სიახლე დავამატოთ“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

 

bogpay.ge წარმოადგენს „საქართველოს ბანკის“ ციფრულ  პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს, უსაფრთხოდ არის შესაძლებელი სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციის განხორციელება, თანაც ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე.  ციფრული  პლატფორმის ერთ-ერთი უპირატესობა მისი სიმარტივე, მოქნილობა, სანდოობა და უსაფრთხოებაა. bogpay.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია 400-მდე სერვისი სხვადასხვა კატეგორიიდან.

 

ამ ეტაპზე სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ვებგვერდის საშუალებით, მოგვიანებით კი დაემატება აპლიკაცია iOS და Android სისტემებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner