logo_geo
eng_logo
შეხვედრა დეველოპერებთან - ბათუმი ავარიული სახლების გარეშე
- +

12 ოქტომბერი. 2022. 15:22

 

 

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ - პროგრამასთან დაკავშირებით დეველოპერებთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა.

 

ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ პროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია კერძო სექტორის წარმომადგენლებს მიაწოდეს.

 

არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეწოდოს ინფორმაცია არსებული პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, დეველოპერების ჩართულობით მიმდინარეობს თავდებობის ნაწილი, რომელიც აჭარის მთავრობას აქვს აღებული და რიგ შეზღუდვებთან მიმართებაში არსებული საგამონაკლისო წესი. ეს ეხება დაახლოებით 3 000 მოქალაქეს და გულისხმობს ბათუმელებისათვის თანამედროვე, უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

როგორც ბათუმის მერმა შეხვედრისას აღნიშნა, სამშენებლო სამუშაოები 5 მისამართზე მიმდინარეობს, ამავდროულად, ხდება კონკრეტული მისამართების პროექტირება. დღეის მდგომარეობით, ქალაქ ბათუმის მერიაში შემოსულია 363 განაცხადი, რომელთაგანაც 139-ზე საექსპერტო დასკვნა უკვე მზად არის. ამ ეტაპზე, 63 მისამართზე მიმდინარეობს საექსპერტო კვლევების დასკვნითი ეტაპი. ავარიული კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები ხორციელდება 7 მისამართზე. 4 მისამართზე კი, მიმდინარეობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

 

„პროგრამის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ბათუმის მერიისთვის საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე დაწესებულია შეღავათები განაშენიანების კოეფიციენტების გაზრდის კუთხით. ეს არის გარკვეული შესაძლებლობები ავარიულ მისამართებზე არსებული კოეფიციენტების შეზღუდვებთან დაკავშირებით. ასევე, შეღავათების დაწესება კოოპერატივებში არსებული სახელმწიფო ვალდებულებაში გაცემული მიწის ნაკვეთების შეზღუდვის ნაწილში. შეღავათები შესაძლებელია გავრცელდეს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან მუნიციპალური მნიშვნელობის ობიექტებზე და კანონით დადგენილი წესით შეჩერებულ მშენებლობებზე, რომლებსაც განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ბათუმში გასულ წელს ამოქმედდა, რომლისთვისაც, ოთხი წლის პერიოდში, 80 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. მიმდინარე წლისთვის ბათუმის ბიუჯეტში პროგრამის განსახორციელებლად 20 მლნ ლარია გამოყოფილი. პროგრამის წარმატებით განხორციელების მიზნით, ყველა დეველოპერისა და მშენებელი კომპანიისთვის აჭარის ა/რ მთავრობის მხრიდან შეთავაზებულია 150 მილიონი ლარის მოცულობის საბანკო გარანტია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner