logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: რა უნდა მისცეს ქვეყანას იმ ოპოზიციამ, რომელიც აქციების იქეთ ვერ იხედება?
- +

12 ოქტომბერი. 2022. 17:12

 

 

„ზურაბ გირჩ ჯაფარიძეს ხელისუფლების შეცვლის „პროგრესული“ გზა აქვს არჩეული, „ქუჩის პროტესტი და პარალიზება ერთადერთი გზაა“ - ჯაფარიძე. ზოგადად ჯაფარიძე ცდილობს, საზოგადოებას თავი თანამედროვე/პროგრესულ ადამიანად მოაჩვენოს, მაგრამ რეალურად პირველყოფილი ადამიანის ინსტინქტებით მოქმედებს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომლის თანახმად ის ხელისუფლების ცვლილების ერთადერთ გზად ქუჩის პარალიზებასა და პროტესტს მიიჩნევს.

 

მისი თქმით, ოპოზიციას ქვეყნის მართვის რესურსი არ გააჩნია.

 

„ჯაფარიძის მოწოდებაში კარგად ჩანს, რომ ოპოზიცია რეგრესის გზაზე დგას, რადგან შეუძლებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ერთის მხრივ დაცულია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, მეორე მხრივ ტარდება გამჭვირვალე თავისუფალი არჩევნები, შენ მაინც ქუჩის პიკეტირებაზე და აქციებზე ფიქრობდე. რა უნდა მისცეს ქვეყანას იმ ოპოზიციამ, რომელიც აქციების იქეთ ვერ იხედება? მათ ხომ ქვეყნის მართვის რესურსი არ გააჩნიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არათუ აქციებზე ისაუბრებდნენ, არამედ 2024 წლის არჩევნებისთვის მოემზადებოდნენ, როგორც ცივილურ სამყაროში იქცევიან, მაგრამ ჩვენი ოპოზიცია ჯიუტად მიილტვის ქუჩისკენ, სადაც მათი გაქანების და ინტელექტის ადამიანთა ადგილია“, - წერს ჩიხელიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner