logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა თალსი გაბარტზე: საინტერესოა, მისი განცხადება რუსული პროპაგანდა, „ეფესბეს“ ნარატივი და სიცრუეა თუ ამერიკის პატრიოტის მიერ მძიმე რეალობის განცდა
- +

12 ოქტომბერი. 2022. 17:20

 

 

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ყოფილი კონგრესმენისა და პრეზიდენტობის კანდიდატის თალსი გაბარტის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ყოფილი კონგრესმენი ამბობს, რომ ვეღარ იქნება იმ პარტიის წევრი, რომელსაც ომის წამქეზებლები მართავენ.

 

„აშშ-ის შეიარაღებული ძალების ვეტერანი, ყოფილი კონგრესმენი და პრეზიდენტობის კანდიდატი თალსი გაბარტი დემოკრატიულ პარტიას ტოვებს. საინტერესოა მისი განცხადება, რომელსაც აქვე გთავაზობთ, რუსული პროპაგანდა, ФСБ-ს ნარატივი და სიცრუეა თუ ამერიკის პატრიოტის მიერ მძიმე რეალობის განცდა?“ - წერს ხაინდრავა.

 

„ვეღარ ვიქნები ისეთი დემოკრატიული პარტიის წევრი, როგორიც დღეს მივიღეთ. მას მართავს ომის წამქეზებელთა ელიტური დაჯგუფება. ისინი ყოფენ საზოგადოებას, აღვივებენ რასიზმს თეთრკანიანთა მიმართ; ისინი ძირს უთხრიან ღმერთისგან ბოძებულ თავისუფლებას! მტრად აცხადებენ მორწმუნე ადამიანებს! ისინი აკნინებენ პოლიციას და კანონმორჩილი ამერიკელების ხარჯზე, ხელს აფარებენ კრიმინალებს! ისინი ემხრობიან ღია საზღვრებს; დევნიან პოლიტიკურ ოპონენტებს და რაც ყველაზე მთავარია - მიგვაქანებენ ბირთვული ომისკენ! მე მწამს ისეთი ხელისუფლების, რომელიც მართავს ხალხისთვის, იმართება ხალხის მიერ და ეკუთვნის ხალხს! სამწუხაროდ, დღევანდელი დემოკრატიული პარტია აკეთებს სრულიად საპირისპიროს - ის დღეს მუშაობს მხოლოდ ძალაუფლებაში მყოფი ელიტისთვის. მოვუწოდებ, თანამოაზრეებს მომბაძონ და დატოვონ დემოკრატიული პარტია. თუ თქვენთვისაც მიუღებელია დემოკრატების იდეოლოგია, რომელიც ვნებს ჩვენს ქვეყანას, მოგიწოდებთ - შემომიერთდით“, - განაცხადა ამერიკის შეიარაღებული ძალების ვეტერანმა, კონგრესის ყოფილმა წევრმა და აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა თალსი გაბარდიმ და დემოკრატიულ პარტია დატოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner