ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე გაიტანა. ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ნაპოლი“, სადაც 21 წლის ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, სახლში „აიაქსს“დაუპირისპირდა.
ნეაპოლის კლუბის ქართველმა ლეგიონერმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მეტოქის კარი კი 62-ე წუთზე, ზუსტად შესრულებული პენალტით აიღო. მის ანგარიშზე ასევე საგოლე პასია. შეხვედრის საბოლოო ანგარიშია 4-2, „ნაპოლის“ სასარგებლოდ.
თავისი პირველი გოლი მიმდინარე ტურნირზე კვარაცხელიამ ასევე „აიაქსთან“, გასვლით შეხვედრაში გაიტანა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 6-1 მოიგო.