logo_geo
eng_logo
საქართველოს გენერალთა კლუბი მწუხარებას გამოთქვამს გენერალ-ლეიტენანტ თამაზ დუმბაძის გარდაცვალების გამო
- +

24 აგვისტო. 2016. 17:32



გენერალთა კლუბი მწუხარებას გამოთქვამს გენერალ-ლეიტენანტ თამაზ დუმბაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.


„საქართველოს გენერალთა კლუბი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს  საქართველოს გენერალთა კლუბის წევრის, გენერალ-ლეიტენანტი თამაზ დუმბაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს. გენერალ-ლეიტენანტი თამაზ დუმბაძე გახლდათ ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი. ერთ-ერთი პირველი ოფიცერი, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის  აღდგენის შემდეგ მიენიჭა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერლის წოდება. ის  იდგა საქართველოს ეროვნული გვარდიის  ჩამოყალიბების სათავეებთან და უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის საქმეში. არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე,  ვახტანგ გორგასლის  სახელობის ორდენის სრული კავალერი. ერთ-ერთი გამორჩეული ღვაწლმოსილი უმაღლესი რანგის ოფიცერი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში. სრულიად საქართველო ემშვიდობება ბატონ თამაზს. უფალმა  ნათელში  ამყოფოს მისი  სული. სამშობლო არასოდეს დაივიწყებს მის სახელს", - ნათქვამია გენერალთა კლუბის სამძიმრის წერილში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner