აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ომის დანაშაულია.
„რუსეთმა განზრახ დაარტყა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების მიზნით. მათი სამიზნე უკრაინაში მოხუცები, ქალები და ბავშვები არიან. განურჩეველი და მიზანმიმართული თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე ომის დანაშაულია“, - აღნიშნა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა.